პორტფოლიო



70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დისნეის შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ანიმაცია, ელისი საოცრებათა ქვეყანაში ეკრანზე პირველად იხილა. ეს მოთხრობა 1865 წელს ინგლისელი მათემატიკოსის, ჩარლზ ლატვიჯ დოჯსონის თავში დაიბადა და ის ბევრი ადამიანისთვის დღესაც შთაგონებისა და ახალი იდეების წყაროა.

მაგრამ ვახერხებთ თუ არა სკოლებში მათემატიკის შემოქმედებითობისა და კრეატიულობის წარმოჩენას? დასავლეთში ხშირია საუბარი იმაზე, რომ მიდგომები, რომელთა საშუალებითაც სკოლებში მათემატიკა ისწავლება, გასაახლებელია. კრიტიკოსების თქმით, მათემატიკის სწავლების ამჟამინდელი მოდელი მოსაწყენი და მოსწავლეების უმეტესობისთვის უაზროა.

ამავდროულად, ექსპერტები ხშირად საუბრობენ ისეთი უნარების აუცილებლობაზე, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, კოლაბორაცია და ეფექტური კომუნიკაცია. მათემატიკაზე საუბრისას ფილოსოფოსები და განმანათლებლები ხშირად ახსენებენ ისეთ ცნებებს, როგორიც არის კრეატიული ექსპრესია, ახალი გამოგონებები, შემეცნება და სწავლის პროცესის სილამაზე.

რეალურად მათემატიკას ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტი გააჩნია, თუმცა, სკოლებში ეს ყველაფერი არ ჩანს. მივდივართ დასკვნამდე, რომ რაც მათემატიკის სწავლების დღევანდელ მეთოდს აკლია, თავად მათემატიკაა.




No comments:

Post a Comment