Saturday, June 24, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

       განვიხილე მეხუთე დღეს პროექტის გეგმა. პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის აქტივობები, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ. ასევე განვიხილე სტანდარტი რომელიც არ უნდა შევცვალო და გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან. რათქმაუნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს. პროექტის გეგმაში მოცემული მიზანი და შედეგის ველი შევავსო მარტივი ენით, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა სახელმძღვანელოში მოდულ 2 ში დამატებით რესურსებში გამოვიყენო დოკუმენტი  (მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბლიკა) პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის გვიან ეტაპზე მიმდინარეობს (პროექტის  დაწყებისას, მსვლელობისას, დასრულებისას) შეფასების მეთოდები რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების 5 სტრატეგიას რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა-3 ში.
     რაც შეეხება ბროშურას, როდესაც ვქმნით სამიზნე ჯგუფისათვის, მაგალითად: მოსწავლისთვის, მშობლისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის აუცილებელია სტატიები რასაც ბროშურაში განვათავსებთ. განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა სტატიები. ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ გამოვიყენებ ვიდეო გაკვეთილებს ვებ გვერდიდან ict.tpdc.ge. ამ ვებ გვერდძე მაქვს პროგრამა განხილული, რაც შეიძლება გამოვიყენო როგორც სასკოლო ისე პირადი ცხოვრებისათვის
     პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს ,რომელიც მე უნდა წარვუდგინო, აუცილებელია გვქონდეს მასში წარმოდგენილი შემდეგი სლაიდები, პროექტის სახელწოდება :  პროექტის შინაარსი სბმ მიზნები და შედეგები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, აქტივობები შეფასება და დამშვიდობების სლაიდი სადაც სასურველი მქონდეს გამოყენებულ ლიტერატურაზე ინფორმაცია. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    დღეს განვიხილეთ მოდული 3 კავშირები რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა გვქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები . სასწავლო პროცედურები არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება, რა მასალებით ვიწყებ, როდის ვიწყებ, რა აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ  სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ 2 პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან რომელიც რესურსებში სულ ბოლოშია მოცემული 

No comments:

Post a Comment