Monday, June 26, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

     ჩემს დრაივში შევქმენი საქაღალდე, დავარქვი სახელი - თამილა მჭედლიშვილი. დოკუმენტების ორგანიზებისათვის, ამ საქაღალდეში შევქმენი ახალი საქაღალდეები კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის სასწავლო დამხმარე გეგმა, შეფასებები,სურათები,აუდიო ვიდეო,საავტორო უფლებები. გავაიარე ეს საქაღალდე და მარჯვენა ღილაკზე დავაწკაპე. მისამართი დავაკოპირე და მის განსათავსებლად შევედი ბლოგზე, შევქმენი ახალი ფეიჯი, დავარქვი პორტფოლიო. დავწერე ფურცელე პროექტის სახელწოდება: ,, სიმეტრია ბუნებაში" მოვნიშნე, ავირჩიე
link-ი. გამოსულ ფანჯარაში ჩავსვი დრაივიდან დაკოპირებული მისამართი. გვერდი, რომ გამოჩენილიყო ჩემს ბლოგზე შევედი leyout-ში და მოვნიშნე ,,პორტფოლიოს" გვერდი და შევინახე seiv-ით.
     სახელმძღვანელოდან შევედი მოდულ ---4-ში. სასწავლო ნიმუშების შექმნა. წავიკითხე
აქტივობა-1 და აქტივობა-2. ვიმუშავეთწყვილება პრეზენტაციების ჩექლისტზე, რომელიც არის შემდეგ მისამართზე: intelga blogspot.com-- რესურსები-მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაციის ცექლისტის შაბლონი. ეს არის ჩამონათვალი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლის ნამუშევარი.
მივიღე დავალება:
1. შევავსოთ პროექტის სასწავლო გეგმა პროცედურების ჩათვლით.
2. დავასრულოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩექლისტი.
3. ჩექლისტის მიხედვით შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.


1 comment:

  1. მადლობა საინტერესო რეფლექსიისათვის

    ReplyDelete