Tuesday, July 4, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეცხრე დღეს გავიხსენეთ ყველა ის მასალა, რაც  ტრენინგის წინა დღეებში შევისწავლეთ:  ინტელის პროგრამა-ინტელის ახალი ხედვა. ამ დღეს ჩვენს ბლოგში შევცვალეთ ბლოგის დიზაინი. დავამატეთ ახალი გაჯეტები: 1. ინტელის ახალი ხედვა,
2. tpdc./ictvideo, 3.სახელმძღვანელო. პორტფოლიოში გავანაწილეთ ჩვენი დოკუმენტები.
   ტრენინგიის თითოეულმა მონაწილემ საინტერესოდ წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია. ამ დღეს მოვახდინეთ ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის  შეჯამება და შეფასება.
    მადლობა ტრენინგის ყველა მონაწილე პედაგოგს თანამშრომლობითი ურთიერთობისათვის და განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდა ტრენერს_ბატონ გიორგი არავიაშვილს, ასეთი ნაყოფიერი და პროდუქტიული მუშაობისათვის.

Thursday, June 29, 2017

მერვე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მეცხრე დღეს ჩვენმა ტრენერმა დაწვრილებით მოგვაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შეგვევსო პროცედურები ჩვენს საპრეზენტაციო გეგმაში.
     ამის შემდეგ გავხსენით ჩვენი ელექტრონული ფოსტა, drive -დან ჩვენს საქაღალდეში გადავედით და შევქმენით ახალი ფორმები. ამ დღეს ტრენერი გვესაუბრა სახელმძღვანელოში მოცემულ ფასილიტაციაზე. საიდანაც ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტი გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში. ვისწავლეთ drriv- ზე ატვირთვა. კერძოდ სასწავლო პროექტის რუბრიკა ავტვირთეთ ჩვენს დრაივზე. მივიღეთ დავალება შემდეგი ტრენინგისათვის რა დოკუმენტები უნდა გვქონდეს:
1.  სასწავლო პროექტის გეგმა
2.  ბროშურა (ბუკლეტი)
3.  პედაგოგის პრეზენტაცია
4.  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი
5.  შეფასების ფორმა
6,  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Wednesday, June 28, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

     ამ დღეს კიდევ ერხელ გავიმეორე, როგორ დავასრულოთ პროექტის გეგმა. კერძოდ ყურადღება გავამახვილეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. განვიხილეთ პრეზენტაციის რუბრიკის ნიმუში და მოვარგეთ ჩვენს პრეზენტაციას. შემდეგ გადავგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე. ამის შემდეგ შეფასების რომელიმე მეთოდის მიხედვით ჩამოვწერეთ კითხვები draiv-ზე. ეს შევასრულე შემდეგი სქემის მიხედვით.
  ელექტრონული ფოსტიდან შევიდეთ  draiv -ზე, შემდეგ ჩამონათვალიდან შევიდეთ შეფასებებში. nuw - დან googl form -ში. გამოსულ ფანჯარაში უკვე შეგვიძლია კითხვების დასმა. კითხვების დამატება.  exel-ში  ვისწავლეთ ქულის გამოთვლის ფორმულა.
    ეს დღე დატვირთული იყო.
   პორთფოლიოს და მასში საქაღალდეების შექმნა ვერ გავიმეორე, ბ. გიორგის ვთხოვ  მისი შესრულება იქნებ პატარა პროგრამის სახით მეილზე გადმომიგზავნოს.
პატივისცემით თ. მჭედლიშვილი

Monday, June 26, 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

     ჩემს დრაივში შევქმენი საქაღალდე, დავარქვი სახელი - თამილა მჭედლიშვილი. დოკუმენტების ორგანიზებისათვის, ამ საქაღალდეში შევქმენი ახალი საქაღალდეები კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის სასწავლო დამხმარე გეგმა, შეფასებები,სურათები,აუდიო ვიდეო,საავტორო უფლებები. გავაიარე ეს საქაღალდე და მარჯვენა ღილაკზე დავაწკაპე. მისამართი დავაკოპირე და მის განსათავსებლად შევედი ბლოგზე, შევქმენი ახალი ფეიჯი, დავარქვი პორტფოლიო. დავწერე ფურცელე პროექტის სახელწოდება: ,, სიმეტრია ბუნებაში" მოვნიშნე, ავირჩიე
link-ი. გამოსულ ფანჯარაში ჩავსვი დრაივიდან დაკოპირებული მისამართი. გვერდი, რომ გამოჩენილიყო ჩემს ბლოგზე შევედი leyout-ში და მოვნიშნე ,,პორტფოლიოს" გვერდი და შევინახე seiv-ით.
     სახელმძღვანელოდან შევედი მოდულ ---4-ში. სასწავლო ნიმუშების შექმნა. წავიკითხე
აქტივობა-1 და აქტივობა-2. ვიმუშავეთწყვილება პრეზენტაციების ჩექლისტზე, რომელიც არის შემდეგ მისამართზე: intelga blogspot.com-- რესურსები-მოსწავლის ნიმუში-პრეზენტაციის ცექლისტის შაბლონი. ეს არის ჩამონათვალი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოსწავლის ნამუშევარი.
მივიღე დავალება:
1. შევავსოთ პროექტის სასწავლო გეგმა პროცედურების ჩათვლით.
2. დავასრულოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩექლისტი.
3. ჩექლისტის მიხედვით შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია.


Saturday, June 24, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

       განვიხილე მეხუთე დღეს პროექტის გეგმა. პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის აქტივობები, რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ. ასევე განვიხილე სტანდარტი რომელიც არ უნდა შევცვალო და გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების სამინისტროს ვებ გვერდიდან. რათქმაუნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის საფეხურის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს. პროექტის გეგმაში მოცემული მიზანი და შედეგის ველი შევავსო მარტივი ენით, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.
     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა სახელმძღვანელოში მოდულ 2 ში დამატებით რესურსებში გამოვიყენო დოკუმენტი  (მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბლიკა) პროექტში ვიყენებ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს, რომელიც პროექტის გვიან ეტაპზე მიმდინარეობს (პროექტის  დაწყებისას, მსვლელობისას, დასრულებისას) შეფასების მეთოდები რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების 5 სტრატეგიას რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა-3 ში.
     რაც შეეხება ბროშურას, როდესაც ვქმნით სამიზნე ჯგუფისათვის, მაგალითად: მოსწავლისთვის, მშობლისთვის ან სხვა დაინტერესებული პირისთვის აუცილებელია სტატიები რასაც ბროშურაში განვათავსებთ. განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა სტატიები. ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ გამოვიყენებ ვიდეო გაკვეთილებს ვებ გვერდიდან ict.tpdc.ge. ამ ვებ გვერდძე მაქვს პროგრამა განხილული, რაც შეიძლება გამოვიყენო როგორც სასკოლო ისე პირადი ცხოვრებისათვის
     პრეზენტაცია, რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს ,რომელიც მე უნდა წარვუდგინო, აუცილებელია გვქონდეს მასში წარმოდგენილი შემდეგი სლაიდები, პროექტის სახელწოდება :  პროექტის შინაარსი სბმ მიზნები და შედეგები მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, აქტივობები შეფასება და დამშვიდობების სლაიდი სადაც სასურველი მქონდეს გამოყენებულ ლიტერატურაზე ინფორმაცია. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
    დღეს განვიხილეთ მოდული 3 კავშირები რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცესში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა გვქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები . სასწავლო პროცედურები არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება, რა მასალებით ვიწყებ, როდის ვიწყებ, რა აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ  სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ 2 პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან რომელიც რესურსებში სულ ბოლოშია მოცემული 

Monday, June 19, 2017

მეოთხე დღის რეფლესია

    
     ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან საინტერესო იყო. ბ. გიორგიმ შეგვიმოწმა დავალება.მოვინიშნეთ მითითებები და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საკვანძო საკითხები. ამ დღეს გავიმეორეთ სურათის დოკუმენტში ჩასმა. გავაკეთეთ შეფსების მოკლე მონახაზი გეგმაში ჩასაწერად. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა და ჩავინიშნეთ შემდგომი ტრენინგისათვის დავალებები. ეს დღე ძალიან მომეწონა.

Saturday, June 17, 2017

მესამე დღე


     დღეს ტრენერმა შემიმოწმა საშინაო დავალება. თემატური და  შინაარსობრივი კითხვები ზუსტად  პასუხობდა პროექტის სათაურს. ზოგადი კითხვა შევასწორე, უფრო გლობალური ავიღე. გავიმეორე ახალი გვერდის შექმნა. ვისწავლე რა არის ბროშურა.
ტრენინგი საინტერესო იყო.